25 November, 2009

MAYBE I'M WRONG

It is better to be hated for what you are than to be loved for what you are not
André Gide

23 November, 2009

: D


10 November, 2009

AT LAST : P


არის, ასრულდა ოცნება ! არის, ასრულდა მიზანი ! . . .


დღეს სპეციალურად წავედი და ვიყიდე: თითო თითო კგ ვანილის და შოკოლადის პლომბირი, გაყინული კენკროვნები, ბანანი, კონსერვირებული ანანასი და ალუბალი, არაჟანი, ყველაზე ცხიმიანი ნაღები, შოკოლადის კრემი, CORN FLAKES (არ ვიცი ქართულად როგორ არის), ნიგოზი, თხილი და ნუში. ვინ თქვა რომ ღამე ჭამა არ შეიძლებაო ?! გავაკეთე წარმოუდგენლად დიდი პორციები და კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ არ ვიცი : )) ავიხდინე ბავშვური ოცნება მეჭამა ნაყინი დავარდნამდე : D


განვისვენებ ახლა კომპიუტერთან და ვაკეთებ სურვილების გენერირებას (დაპირებისამებრ !) მეოცნებე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ არც უოცნებობას განვიცდიდი : D ყოველთვის ცხოვრების ყოველ ეტაპზე არსებობდა ოცნებების რაღაც N რაოდენობა ყველაზე უბრალოთი დაწყებული და ყველაზე არანორმალურით დამთავრებული (როგორ ვწელავ ხო ? : )) ამ პოსტში დავწერ რამოდენიმე სურვილს დღეის მდგომარეობით : P


LET'S START !


ყოველთვის მინდოდა საშუალო ზომის სასტუმრო Kempinski - ს სტილში თავისი რესტორნით და საკონდიტროთი სადაც ხალხი თავს ისე იგრძნობდა როგორც სახლში რაღაცნაირი მყუდრო არაპრეტენზიული.


მინდოდა მქონოდა გამომცემლობა სადაც გამოუშვებდი მხლოდ ჩემთვის საყვარელ წიგნებს მე რომ მიყვარს ისეთებს ხარისხიანი ფურცლით ხელით გაკეთებული აპლიკაციებით ტყავის ყდებით და ა.შ. ძალიან ცუდია რომ დღეს გამომცემლობები მუშაობენ მასაზე და არ ბეჭდავენ "ნამდვილ" წიგნებს. ხო, პაოლო კოელიოს არ გავახარებდი : )


კიდევ უმაღლესი სასწავლო დაწესებულება a.k.a უნივერსიტეტი რაც გინდათ ის დაარქვით. თავისი მატერიალურ ტექნიკური სამეცნიერო ბაზით მოკლეთ ყველა სტანდარტის დაცვით (არა CU) სადაც ყველას ექნებოდა საშუალება მიეღო განათლება და არა მხოლოდ დიპლომი.


მინდა გავაკეთო უპატრონო ცხოველების თავშესაფარი, ძალიან მეცოდებიან, თბილისი სავსეა სახლიდან გამოგდებული ცხოველებით (მუსიკა განწყობისათვის "Собака бывает кусачей Только от жизни собачей")

მოგზაურობა მინდა შემეძლოს ყველგან და ყოველთვის ძალიან ბევრი ადგილია რომელიც უბრალოდ უნდა ნახო. თან მიყვარს პროცესი : )


და ყველაზე მთავარი სურვილი რომელიც იმ N რაოდენობაში ყოველთვის არის. მინდა მუდამ შემეძლოს ჩემთვის საყვარელი ადამიანების გახარება. აი ისე, ადამიანი რომ ჩაგეხუტება და მის გულის ცემას რომ იგრძნობ ან რომ ვერ გამოხატავს და თვალები რომ უბრწყინავს ან, ან რავიცი ათასნაირი სიხარული არსებობს.


დღეისათვის სულ ეს იყო : ) LALENA & TJORVEN I'M FREE NOW : D



P.S. არავის დავთეგავ, ვისაც დაწერის სურვილი გაგიჩნდებათ უბრალოდ დაწერეთ : )

05 November, 2009

She

სიცხე მაქვს, ყელი მტკივა, ვზივარ მონიტორთან თაფლიან რძესთან ერთად, უსმენ შოპენს. დიდი ხანია აქ აღარ შემომიხედავს, არ ვიცი რატომ (არა უფრო ვიცი), ალბათ იმიტომ რომ პოსტი მქონდა დასაწერი სურვილებზე (სიტყვა ოცნება არ მიყვარს) thanks to LALENA & TJORVEN : ) (really) და რადგან i'm total procrastinator სულ გაურბოდი არ მინდოდა დაწერა : ). ვხვდები რომ პაუზა ძალიან გამიგრძელდა და უკვე აღარ შეიძლება გადადება, არა როგორ არ შეიძლება უბრალოდ აღარ მინდა ვიყო სიტუაციის ტყვე და დავწერ აუცილებლად დავწერ щясь : D. მანამდე არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი რამ, რამაც გამაკვირვაო ვერ ვიტყვი, ამას უფრო მოველოდი ვიდრე არა მაგრამ ნამდვილად ამაღელვა (ყველაზე სწორი სიტყვაა მემგონი) here is the link კუდამ მომწერა ”gmerto chemo, rogori popularuli da idumali xar :D” თავიდან ვერ მივხვდი, მერე ვნახე ... ... ... დაახლოებით 1 საათი უყურებდი ტეგს ½۝ ღმერთო ურო ჩამცხე შემდეგი 1 საათი ვამბობდი ღმერთო ურო ჩამცხე, მერე უროს ძებნაზე გადავედი : D მადლობა ძალიან სასიამოვნო იყო მართლა.