10 November, 2009

AT LAST : P


არის, ასრულდა ოცნება ! არის, ასრულდა მიზანი ! . . .


დღეს სპეციალურად წავედი და ვიყიდე: თითო თითო კგ ვანილის და შოკოლადის პლომბირი, გაყინული კენკროვნები, ბანანი, კონსერვირებული ანანასი და ალუბალი, არაჟანი, ყველაზე ცხიმიანი ნაღები, შოკოლადის კრემი, CORN FLAKES (არ ვიცი ქართულად როგორ არის), ნიგოზი, თხილი და ნუში. ვინ თქვა რომ ღამე ჭამა არ შეიძლებაო ?! გავაკეთე წარმოუდგენლად დიდი პორციები და კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ არ ვიცი : )) ავიხდინე ბავშვური ოცნება მეჭამა ნაყინი დავარდნამდე : D


განვისვენებ ახლა კომპიუტერთან და ვაკეთებ სურვილების გენერირებას (დაპირებისამებრ !) მეოცნებე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ არც უოცნებობას განვიცდიდი : D ყოველთვის ცხოვრების ყოველ ეტაპზე არსებობდა ოცნებების რაღაც N რაოდენობა ყველაზე უბრალოთი დაწყებული და ყველაზე არანორმალურით დამთავრებული (როგორ ვწელავ ხო ? : )) ამ პოსტში დავწერ რამოდენიმე სურვილს დღეის მდგომარეობით : P


LET'S START !


ყოველთვის მინდოდა საშუალო ზომის სასტუმრო Kempinski - ს სტილში თავისი რესტორნით და საკონდიტროთი სადაც ხალხი თავს ისე იგრძნობდა როგორც სახლში რაღაცნაირი მყუდრო არაპრეტენზიული.


მინდოდა მქონოდა გამომცემლობა სადაც გამოუშვებდი მხლოდ ჩემთვის საყვარელ წიგნებს მე რომ მიყვარს ისეთებს ხარისხიანი ფურცლით ხელით გაკეთებული აპლიკაციებით ტყავის ყდებით და ა.შ. ძალიან ცუდია რომ დღეს გამომცემლობები მუშაობენ მასაზე და არ ბეჭდავენ "ნამდვილ" წიგნებს. ხო, პაოლო კოელიოს არ გავახარებდი : )


კიდევ უმაღლესი სასწავლო დაწესებულება a.k.a უნივერსიტეტი რაც გინდათ ის დაარქვით. თავისი მატერიალურ ტექნიკური სამეცნიერო ბაზით მოკლეთ ყველა სტანდარტის დაცვით (არა CU) სადაც ყველას ექნებოდა საშუალება მიეღო განათლება და არა მხოლოდ დიპლომი.


მინდა გავაკეთო უპატრონო ცხოველების თავშესაფარი, ძალიან მეცოდებიან, თბილისი სავსეა სახლიდან გამოგდებული ცხოველებით (მუსიკა განწყობისათვის "Собака бывает кусачей Только от жизни собачей")

მოგზაურობა მინდა შემეძლოს ყველგან და ყოველთვის ძალიან ბევრი ადგილია რომელიც უბრალოდ უნდა ნახო. თან მიყვარს პროცესი : )


და ყველაზე მთავარი სურვილი რომელიც იმ N რაოდენობაში ყოველთვის არის. მინდა მუდამ შემეძლოს ჩემთვის საყვარელი ადამიანების გახარება. აი ისე, ადამიანი რომ ჩაგეხუტება და მის გულის ცემას რომ იგრძნობ ან რომ ვერ გამოხატავს და თვალები რომ უბრწყინავს ან, ან რავიცი ათასნაირი სიხარული არსებობს.


დღეისათვის სულ ეს იყო : ) LALENA & TJORVEN I'M FREE NOW : D



P.S. არავის დავთეგავ, ვისაც დაწერის სურვილი გაგიჩნდებათ უბრალოდ დაწერეთ : )

13 comments:

  1. ბოლოს ამდენი როდის ვწერე არც მახსოვს : )

    ReplyDelete
  2. ვაიმე, ოთო, გაგიმართლა, რომ ახლოს არ მყავხარ, თორემ მოგკლავდი :ვიკ:
    ასეთ დროს ეგეთი ნაყინის გახსენება იქნებოდა? ვგიჟდები ნაყინებზე თან :/
    შემდეგში მსგავსი რაღაცის დაწერას რომ დააპირებ, ან წინასწარ ჩამოგვირიგე მკითხველებს, ან გაკეთების რეცეპტი მოაყოლე ან არ ვიცი... რამე )))

    ReplyDelete
  3. მაგ ყველაფერის მერე არ ვიცი როგორ გადარჩი :D :D

    ReplyDelete
  4. არ მჯერა
    ეს ოთოს ბლოგზე ვარ? : )))))

    ReplyDelete
  5. poirvel rigshi goro!!
    nayinze da vafshe amden gemrielobaze rogor mogibrunda xeli rom ase xmamagla cer
    mere
    მინდა გავაკეთო უპატრონო ცხოველების თავშესაფარი, ძალიან მეცოდებიან, თბილისი სავსეა სახლიდან გამოგდებული ცხოველებით (მუსიკა განწყობისათვის "Собака бывает кусачей Только от жизни собачей") - auuuu ia vas zauvajalaaa!! daje grantis asagead proeqts vcerdi :S
    da
    ჩაგეხუტება და მის გულის ცემას რომ იგრძნობ ან რომ ვერ გამოხატავს და თვალები რომ უბრწყინავს ან, ან რავიცი ათასნაირი სიხარული არსებობს. - bravo gigrzvnia!!!
    super!!

    da isa kidev agar daikargo ra :gavcitldi:

    ReplyDelete
  6. btw imedia wina komentarshi patara ucwyinar gochunad rom gamogacxade ar gecyineba :D
    zalian mominda da agshfoteba ver davmale :S

    ReplyDelete
  7. ეს ყველაფერი ერთად კარგი, მაგრამ არაჟანი რა შუაშია ? :)

    ReplyDelete
  8. აუუუუ აუუუუ რა მაგარია, რომ ”გაიძულე” ამ პოსტის დაწერა :)))))) ნუ ცოტათი მაინც ხო ”გაიძჲლე”? ძალიან კეთილი ოცნებები გაქვს, და კიდევ ისა, ახლა იცი როგო მომინდა ტყავის წიგნი? გახუნებული ფურცლებით და ხელით გაფორმებული აპლიკაციებიიიით?

    და კიდევ, ვინ თქვა ოცნებები არ სრულდებაო? შენც ადექი და შეეჭიდე :)

    ReplyDelete
  9. ramagaria amdeni nayini tan aseti minarevebit :D :D :D da mshvenieri ocnebebia :D if

    ReplyDelete
  10. ra kargi survilebia da nayinis ideac zalian magaria. xom ar mogparo? :))

    ReplyDelete
  11. წიგნები და უნივერსიტეტი ყველაზე მეტად მომეწონა, თუ ბოლო სურვილს არ ჩავთვლი..

    დიდი სიამოვნებით ვიკითხავდი ეგეთ ყდიან წიგნს :inlove:

    ReplyDelete
  12. ნაყინი მომინდა..

    მაგდენი../

    არა, კი ვიცი, რომ ვერ შევჭამ 10 კილოს (ვერც ერთს), მაგრამ მაინც მინდა.. :უსერ:

    ReplyDelete
  13. კითხვა, რომ დავიწყე ღიმილი მქონდა სახეზე. "ვინ თქვა რომ ღამე ჭამა არ შეიძლებაო?!"–ზე გავიფიქრე კიდევაც, რომ ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს (ჩემთვის) ხოდა ბოლოსკენ გაქრა საერთოდ ღიმილი :( მართლა კარგი სურვილებია და კარგი იქნებოდა თუ ეგ ყველაფერი ისე იქნება, როგორ გინდა. შენთვისაც და "ჩვენთვისაც"

    ReplyDelete

Your comment, please : P