26 October, 2010

25 October, 2010

ქუჩაში რომ შემოგხვდეთ : P



ალბათ ძალიან ბევრ თქვენთაგანს შევხვედრივარ ქუჩაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს შეხვედრა არ გემახსოვრებათ (მე შეიძლება მახსოვდეს :)). ეს ძირითადად ჩემი ბრალია და ჩემი ბლოგის Privacy policy - დან გამომდინარეობს :D :D :D. და მაინც - ქუჩაში რომ შემოგხვდეთ ... ძალიან ძალიან გამიხარდება, თუ მიცნობთ ორმაგად გამიხარდება, თუ მეტყვით ამის შესახებ სამმაგად და ა.შ. და ა.შ. ცოტათი მაინც რომ გაგიადვილოთ პროცესი დავწერ: ეს შეიძლება მოხდეს ყველგან იქაც კი სადაც თქვენ პირველად ხართ :) ძირითადად დღის საათებში :) აი უკვე 2 წელია გადავადგილდები ძირითადად მანქანით ამიტომ თუ შეგვხვდით, ერთმანეთს უფრო კარგად გავიცნობთ რომელიმე კლინიკის ტრავმატოლოგიურში :D ჩაცმის სტილი როგორც ჩემთან სამსახურში ამბობენ უნდა იყოს Business casual - ი მაგრამ მემგონი არ არის :D ფეხით დავდივარ ძალიან ძალიან სწრაფად ვერც კი წარმოიდგენთ ისე. არ ვატარებ სათვალეს არც კონტაქტურ ლინზებს :D ქუჩაში არ უსმენ მუსიკას, არ ვჭამ (არასოდეს), ვატარებ საათს მარცხენა ხელზე ციფერბლატით ზევით თუ არ მიკეთია ე.ი. უბრალოდ მე არ ვარ ან სახლში დამრჩა. კიდევ უამრავი დეტალია მაგრამ ყველაფერს ხომ არ დავწერ :D :D :D





P.S. ამ პოსტს არასოდეს დავწერდი, რომ არა ერთი ბლოგერი. მადლობა : *