საერთოდ არაფრის დაგეგმვა არ მიყვარს, მირჩევნია ყველაფერი თავისით მოხდეს ხოლმე სპონტანურად ... მაგრამ ყოველთვის რაც თავი მახსოვს, სულ რაღაცას ვგეგმავ, ჩემს თავს რაღაც წესებს უწესებ, არასოდეს ვღალატობ პრინციპებს, ყველაფერს რაღაც უაზრო ჩარჩოებში ვაქცევ ... ჩემთვის ცხოვრება ყველაფერია ... მაგრამ ზოგჯერ ყველა დღე ერთნაირია, ერთნაირად მდორედ მიიზლაზნება, ასე გადის წლები და გული მწყდება, რომ ვერაფერს ვასწრებ, ყოველთვის სადღაც მაგვიანდება, ყოველთვის არის ვიღაც ისეთი რომელმაც დამასწრო ... Life's not a fair play definitely © ... ერთადერთი სანამ ცოცხალი ვარ, მინდა მომეცეს საშუალება მაქსიმალურად დიდი დრო გავატარო ადამიანებთან რომლებიც მიყვარს ... სხვა ყველა სურვილს როგორმე ჩემით ავისრულებ.
P.S. მარ მაპატიე რომ სხვანაირად დავწერე ♥ in no mood.
მერე რა რომ სხვანაირად, სამაგიეროდ ისე რომ ემოცია მოდის და არის....
ReplyDeleteხოდა ისა მე აბსოლუტურად მესმის ეს ”გული მწყდება, რომ ვერაფერს ვასწრებ” ამ შეგრძნებას ვერ ვერევი, სულ მახსენებს თავს, ყოველ წამს : ) და მეც ვცდილობ ავჩქარდე : ) მაგრამ მერე ახალი თავსატეხები ჩნდება და ასე ჩაკეტილი წრეა : ) თუმცა მე მაინც მგონია რომ მონდომება არის ყველაზე ყველაზე მთავარი და მაგარი რამე :ჯამპ:
უჰ, არ ვიცი, არ ვიცი რა. :(
ReplyDeleteე რა სხვანაირი პოსტია :)
ReplyDelete